"ქრისტიან-დემოკრატებისთვის" ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარტიებისთვის შეთავაზებულ დეკლარაციაში შეტანილი კორექტივები მისაღებია. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქდმ"-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების უზრუნველსაყოფად აღნიშნული დოკუმენტის შემუშავება აუცილებელი იყო.
მისივე თქმით, ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა დეკლარაციაში გაწერილი პრინციპები უნდა დაიცვას.
"კარალეთსა და მერეთში მომხდარმა ინციდენტებმა დაგვანახა, რომ შესაძლებელია წინასაარჩევნო პროცესები უმართავი გახდეს, რაც შემდეგ შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებაშიც გადაიზარდოს. Aამიტომ დაპირისპირებისა და არჩევნებისთვის სამართლიანი გარემოს უზრუნველსაყოფად აღნიშნული დოკუმენტის შემუშავება აუცილებელი იყო. ყველა პარტიამ, რა თქმა უნდა, დეკლარაციაში არსებული სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს", _ განაცხადა ვეფხვაძემ და აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილმა პროექტმა დეკლარაცია უფრო დახვეწა.
"ცვლილებების შემდეგ დოკუმენტი უფრო გავრცობილია, ვიდრე ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემოთავაზებული ", _ განაცხადა ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარტიებისთვის შეთავაზებულ დეკლარაციას წინასაარჩევნოდ ქცევის წესების შესახებ, არასამთავრობოების მიერ შემუშავებული 17 პუნქტი დაემატა.