,,დეკლარაციის შემუშავებაში არასამთავრობო სექტორიც ჩართვა მისასალმებელია", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ",ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ აუცილებელია დეკლარაციაში გაიწეროს ის ვითარება, რის გამოც აუცილებელი გახდა წინასაარჩევნოდ ქცევის წესების შესახებ დეკლარაციის შემუშავება.
,,მისასალმებელია პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართვა, რადგან მათ მიერ წარმოდგენილ პროექტში უფრო მეტი კონკრეტიკაა, მაგრამ ვაპირებთ, ჩვენეული პოზიციის შეთავაზებას და დოკუმენტზე ხელის მოწერა პრობლემა არ იქნება თუ ჩვენი პოზიციაც გათვალისწინებული იქნება. მივიჩნევთ, რომ დეკლარაციაში გაწერილი უნდა იყოს, არსებული ვითარება და ის მდგომარეობა რამაც აღნიშნული დოკუმენტის მიღება განაპირობა. Aასევე არსებობს რაღაც საკითხები, რომელზეც უფრო მეტი კონკრეტიკაა აუცილებელი, თუმცა თვითონ დეკლარაციის პრინციპები ,,ქართული ოცნებისთვის" მისაღებია", _ განაცხადა კობაძიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ,,ქართული ოცნება" დოკუმენტს თავისი პოზიციის შესახებ უახლოეს მომავალში მიაწვდის.
,,ცენტრალურ შტაბში ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და არასმათვრობოებსა და ხელისუფლებას ,,ქართული ოცნების" პროექტს უახლოეს მომავალში მივაწვდით", _ განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარტიებისადმი შეთავაზებულ დეკლარაციას წინასაარჩევნოდ ქცევის წესების შესახებ, არასამთავრობოების მიერ შემუშავებული 17 პუნქტი დაემატა.