საქართველოს პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, სტიქიით დაზარალებულ სოფელ ვაჩნაძიანში ჩავიდა და მოსახლეობას შეხვდა.
პრემიერი ადგილზე გაეცნო სოფელში შექმნილ უმძიმეს ვითარებას და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეტებს რათა, სალიკვიდაციო სამუშაოები სწრაფად დასრულდეს.
ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ საგანგებო შტაბმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები სამ კატეგორიად დაიყოფიან და თითოეული მათგანი სახელმწიფოსგან როგორც სასურსათო დახმარებას, ასევე ფულად კომპენსაციას მიიღებს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ სტიქიით დაზარალებულთათვის სასოფლო -სამეურნეო დანიშნულებით არსებული მიკროკრედიტების რესტრუქტურიზაციის პროგრამა ამოქმედდება.