საქართველოს პრეზიდენტი თიანეთში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და დაზიანებული ადგილები მოინახულა. სააკაშვილი დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა.
"შემოვა კომისია, აღწერს ზარალს და ხვალ დილითვე კომპენსაციას მოგცემთ", _ განაცხადა თიანეთში სტუმრობისას სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი დღესვე კახეთში იმყოფებოდა, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.