ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა დაასახელა ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამ დროისთვის თანახმა არიან, საარჩევნო სიების გადამოწმებაში მიიღონ მონაწილეობა.
ამ დროისათვის საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესში მონაწილეობის მიღების სურვილი შვიდმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გამოთქვა. ესენი არიან "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", "ახალი მემარჯვენეები", "ქართული დასი", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "ჩვენ თვითონ", "საქართველოს გზა" და "საქართველოს კონსერვატიული პარტია".
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციას საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესში ჩაერთვისაკენ მოუწოდებს.
ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, უკვე მიღებულია განცხადება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოს 1 მილიონ 200 ათასი ლარი, რომელიც თანაბრად გაიყოფა იმ პარტიებზე, რომლებიც 1-ელ თებერვლამდე შეიტანენ განაცხადს ცესკოში და დათანხმდებიან მონაწილეობა მიიღონ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც საარჩევნო სიებს დააზუსტებს.
1-ელ თებერვალს გამოცხადდება პარტიების სია, რომლებიც საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესში ჩაერთვებიან.