დღეს გიორგი თარგამაძე „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თელავის ცენტრალურ ოფისში საგანგებო თათბირს ჩაატარებს. თათბირს დაესწრებიან თელავის, გურჯაანის და ლაგოდეხის რეგიონალური ორგანიზაციების თავმჯდომარეები და საკრებულოების „ქრისტიან-დემოკრატი" წევრები.
საგანგებო თათბირზე მოძრაობის ლიდერები სტიქიის ლიკვიდაციის და მოსახლეობის დახმარების ეფექტურ მექანიზმებს განიხილავენ, რის შემდეგაც თავად მიიღებენ მონაწილეობას სტიქიით დაზარალებული ტერიტორიების დასუფთავებაში.
შეგახსენებთ, რომ „ქრისტიან-დემოკრატებმა" უკვე რვა მობილური ჯგუფი შექმნეს, რომლებიც მჭიდროდ ითანამშრომლებენ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბთან და დაეხმარებიან დაზარალებულ მოსახლეობას.
მოძრაობის ლიდერის განკარგულებით, ოთხი მობილური ჯგუფი განლაგებულია თელავში, ორი ლაგოდეხსა და ორიც გურჯაანში.