,,ისევე, როგორც ნებისმიერი შენობისთვის მნიშვნელოვანია საძირკველი, ასევე ქვეყნისთვის აუცილებელია, მყარი და სწორად გაანგარიშებული კონსტიტუცია", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა დიდუბეში ვახტანგ ხმალაძემ.
,,პირადად ჩემი პრიორიტეტი სახელმწიფოს იმ საფუძვლების უზრუნველყოფა, იქნება რომლის გარეშეც ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო არ გვექნება. ისევე, როგორც ნებისმიერი შენობისთვის მნიშვნელოვანია საძირკველი, ასევე ქვეყნისთვის აუცილებელია, მყარი და სწორად გაანგარიშებული კონსტიტუცია. უკვე ამ საფუძველზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდება, სამართლიანი კანონების მიღება და ხელისუფლების კონტროლი, რომ კანონი არ დაარღვიონ", _ განაცხადა ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს თბილისსა და რეგიონებში მაჟორიტარები დაასახელა.