,,მე, ჩემი ქვეყნის შვილი ვარ და საქართველოს წინსვლისთვის ყველაფერს გავაკეთებ", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკა რურუას განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ საქართველოს დახმარებას კვლავ გააგრძელებს.
,,ნიკა რურუსას განცხადებაზე მხოლოდ ღიმილით შემიძლია გიპასუხოთ. რა თქმა უნდა, რაც შემეძლება გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის მხარდაჭერას პოლიტიკური, თუ ქველმოქმედების კუთხით. მე, ჩემი ქვეყნის შვილი ვარ და საქართველოს წინსვლისთვის ყველაფერს გავაკეთებ", _ განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკა რურუას განცხადებით ყველაფერი, რაც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით გარემონტდა თავიდან სარემონტოა.