ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში მიესალმება საქართველოს მთავრობის ახალ სტრატეგიას აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებით. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში აშშ-ს საელჩოდან აცნობეს.
აშშ მხარს უჭერს სტრატეგიის მიზნებსა და ამოცანებს. სტრატეგია დაძაბულობის განმუხტვისაკენ მიმართული კონსტრუქციული ნაბიჯია და აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის მთელი მოსახლეობის ჩართულობას ითვალისწინებს.