სამცხე-ჯავახეთში მოსულმა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო ნათესები და ხეხილი დააზიანა.
სტიქიამ, რომლიც თხუთმეტი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა ადიგენსა და ასპინძაში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა და ავტომანქანები დააზიანა.
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
სტიქიისგან მიყენებული ზარალის დასათვლელად სპეციალური კომისია
შეიქმნა.