აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის ე. წ. ინაუგურაცია სოხუმში 12 თებერვალს გაიმართება.
ე. წ. ინაუგურაციის ცერემონიალზე დასასწრებად აფხაზი სეპარატისტები მაღალჩინოსან სტუმრებს რუსეთის ფედერაციიდან ელიან. წინასწარი ინფორმაციით, რუსეთიდან სოხუმში ჩასვლას დუმის დეპუტატები და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრები გეგმავენ. თუმცა, კონკრეტულად ვინ ჩავა სოხუმში თარიღთან დაკავშირებით რუსეთიდან ჯერჯერობით უცნობია. ცერემონიალზე დასწრებას ასევე გეგმავს ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი.
ე. წ. ინაუგურაციის შემდეგ, აფხაზეთის ე. წ. მთავრობის ახალი თავმჯდომარე დაინიშნება. აღნიშნული ცვლილება იმითაა განპირობებული, რომ აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი ამჟამად ე. წ. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე იმყოფებას.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ე. წ. მთავრობის ახალი თავმჯდომარე, სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინიტრი სერგეი შამბა გახდება. შამბას ადგილს კი ამჟამად მისი მოადგილე მაქსიმ ღვინჯია დაიკავებს.