ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ნუგზარ გაბარაევი ე. წ. სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა და სოციალურ საკითხებში თავის მრჩევლად დანიშნა.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, აღნიშნულ ბრძანებას ოს სეპარატიტთა ლიდერმა ხელი უკვე მოაწერა. იმის შესახებ, თუ ვინ დაინიშნება ე. წ. სამხრეთ ოსეთის ახალ ჯანდაცვის მინიტრად, ინფორმაცია ოსური მხრიდან ჯერჯერობით არ ვრცელდება.