დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს გააფთრებულ წინააღმდეგობას ვაწყდებით, - აცხადებს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა.
" ვმუშაობთ იმ ქვეყნების რაოდენობის გაზრდაზე რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. ამ გზაზე ჩვენ საქართველოსა და იმ ქვეყნების გააფთრებულ წინააღმდეგობას ვაწყდებით, რომლებიც მას მხარს უჭერენ. განსაკუთრებით ეს აშშ-ს ეხება", - აცხადებს ხინთბა და აღნიშნავს, რომ წერილები, რომლებიc მაგალითად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან იგზავნება მათთან ვინც აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს - უკიდურესად ამაზრზენია.
"არსებობს კონკრეტული ფაქტები, უბრალოდ ამაზრზენი და ნაძირლური მუქარა იმ ქვეყნებისა და მთავრობების მიმართ, რომლებსაც ჩვენთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება სურთ. ეს წერილები, რომ ნახოთ, რომლებიც მაგალითად აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ოფისიდან არის გამოგზავნილი ან საქართველოს დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელობის მუქარას რომ მოუსმინოთ, მაშინ ყველა მიხვდება, რომ ამას არავითარი საერთო არ აქვს იმ ფასეულობებთან - ტოლერანტობასთან, ურთიერთპატივისცემასთან და დემოკრატიასთან, რომლებსაც ეს ქვეყნები ქადაგებენ", _ აცხადებს ირაკლი ხინთბა.