,,ეს სულმოკლე ხალხის უსუსური განცხადებებია. საჭიროდ არც ვთვლი, რომ ასეთ განცხადებებს პასუხი გავცე მე, ან რომელიმე კოლიციის წარმომადგენელმა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ ნიკა რურუას თქმით, ყველაფერი, რაც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით გარემონტდა, თავიდან სარემონტოა, - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა.
.