დღეს,აჭარაში კიდევ ერთი ახალი ეროვნული პარკი, ამჯერად მაჭახელაში ოფიციალურად დაფუძნდა. გახსნის ცერემონიას, რომელიც ხეობაში გაიმართა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი, გოგა ხაჩიძე, აჭარის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე დაესწრნენ.
ხეობაში, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შონვაძემ და თურქეთის ბუნების კონსერვაციის და ეროვნული პარკების ხელმძღვანელმა მურსელ გურბუზმა ტრანსსასაზღვრო სამუშაო ჯგუფის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
ორ დაცულ ტერიტორიას შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა მოიცავს საქართველოსა და თურქეთის ერთობლივ მუშაობას ეკო-ტურიზმის განვითარებისთვის. ასევე, მაჭახელას ეროვნული პარკის შექმნის მიზანია, უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვა, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფა