რუსეთის ბიუჯეტიდან სამი წლის განმავლობაში სეპარატისტული აფხაზეთის ეკონომიკური და სოციალური სფეროს მხარდაჭერისთვის 10 მილიონზე მეტი რუსული რუბლი გამოიყოფა. ეს განცხადება დღეს სოხუმში მოწყობილ პრეკონფერენციაზე რუსეთის ე. წ. ელჩმა აფხაზეთში სემიონ გრიგორიევმა გააკეთა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის 2009 წელს ხელმოწერილი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შეთანხმების მიხედვით, სულ რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის 2010 წელს გაწეული ფინანური დახმარება 1,9 მილიარდ რუსულ რუბლზე მეტი იქნება.
"რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის გაწეული უსასყიდლო დახმარება, მართალია, მხარს დაუჭერს აფხაზეთის სოცილურ და ეკონომიკურ სფეროს, მაგრამ მისი განვითარებისთვის რეალური ბიძგის მიმცემი აფხაზეთი რუსული ინვეტიციების მოვლა უნდა გახდეს", _ განაცხადა გრიგორიევმა და დასძინა, რომ "ყოველივე ამას ხელი უნდა შეუწყოს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილმა შეთანხმებებმა და აფხაზეთში რუსული ბიზნესის შემოსვლისთვის რეალური საფუძველი უნდა შექმნას".
გრიგორიევი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს იწყება აფხაზეთის მთავრობასა და "როსნეფტს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების რეალიზაცია. გრიგორიევი იმედს იტოვებს, რომ "რონეფტისა" და აფხაზეთის თანამშრომლობა შეუწყობს ხელს აფხაზეთის ეკონომიკის რეალურ ამაღლებას".