გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი ხუთმხრივი შეხვედრა 9 თებერვალს გაიმართება. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობენ ქართული, რუსული, ევროკავშირის და გაეროს მხარეები, ასევე აფხაზი სეპარატისტები.
სავარაუდოდ, აღნიშნულ შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის მიერ მომზადებული სახელმწიფო სტრატეგიი ის ნაწილი, რომელიც ადგილობრივებისთვის გადაადგილების გამარტივებასა და რეგულარული სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენას გულისხმობს.
შეგახსნებთ, რომ ბოლოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის ხუთმხრივი შეხვედრა გალში 20 იანვარს გაიმართა.