რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის დაახლოებით 40 ხელშეკრულების ხელმოწერა იგეგმება. ეს განცხადება რუსეთის ე.წ. ელჩმა აფხაზეთში სემიონ გრიგორიევმა სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ხელშეკრულებათა პაკეტზე, რომელიც აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის მოსკოვში ვიზიტისათვის მზადდება. გრიგორიევი ასევე არის ხელშეკრულებები, რომლებიც სატრანსპორტრო კომუნიკაციის სფეროსაც ეხება.