"ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა ადამიანმა ღირსეულად იცხოვროს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებს
,,მაჟორიტარად მივდივარ იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად ვხვდებოდი ადამიანებს, მათთან უშუალოდ მქონდა შეხება, და ჩემთთვის თითოეული მათგანის კეთილდღეობა პრიორიტეტული გახდა. მე მივდივარ ამ ომში, ვარ რიგითი ჯარისკაცი და ვიბრძოლებ, რომ ყველა ადამიანმა ღირსეულად იცხოვროს, _ განაცხადა ბერიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა.