"2008 წლის აგვისტოს მოვლენების განმეორება გამორიცხულია, იმიტომ, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზები დგას". განცხადება ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების სარდალმა გენერალ-პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩირკინმა გააკეთა.
კითხვაზე პასუხის გაცემისას - "შესაძლებელია თუ არა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების განმეორება", მან განაცხადა "ჩემი აზრით, არ უნდა განმეორდეს".
მისივე თქმით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსული სამხედრო მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზები "100 % არიან დაკომპლექტებულნი და მყარად დგანან ფეხზე და არიან გარანტი ამ რესპუბლიკების სტაბილურობისა".
მისივე თქმით, ამ რუსული ბაზების პირადი შემადგენლობის მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან კარგია და დეზერტირობის შემთხვევები თითქმის არ არის".