სოხუმში მყოფი ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკი გალის რაიონის მაცხოვრებლებისათვის აფხაზური და ქართული ენების შესწავლით საკითხით დაინტერესდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვოლებეკი ამ საკითხით აფხაზ სეპარატისტთა ლიდერთან ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრისას დაინტერესდა.
ამავე დროს, კნუტ ვოლებეკმა აღნიშნა, რომ აფხაზური ენის შესწავლის სურვილი გალის რაიონის მოსახლეობას აქვს.
ალექსანდრე ანქვაბმნა აღნიშნა, რომ "აფხაზეთში ენების შესწავლასთან დაკავშირებით პრობლება არ არსებობს".
"აფხაზეთის ყველა ახლანდელი პრობლემა იმ ომთანაა დაკავშირებული, რომელიც საქართველომ დაიწყო. ჩვენ გვჭირდება დახმარება და ზიანის ანაზღაურება, რომელიც ომმა მოგვაყენა. ყველაფერ დანარჩენს ჩვენ თავად მოვუვლით",_ განაცხადა ანქვაბმა.
ეუთოს ეუთოს უმაღლესი კომისარი, ანქვაბთან შეხვედრისას ასევე დაინტერესდა სეპარატისტთა ლიდერის აზრით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე. ანქვაბმა მათ "მდორედ მიმდინარე" უწოდა.
ალექსანდრე ანქვაბმა ასევე აღნიშნა, რომ იგი უმაღლესი კომისრის ყველა ანგარიშს ყურადღებით კითხულობს და მათში აღნიშნულია, რომ სიტუაცია გალის რაიონში უკეთესობისკენ იცვლება. ვოლებეკი აფხაზეთში ვიზიტის შედეგად ანგარიშის შედგენას კვლავ აპირებს, რომელსაც მისივე თქმით, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს გააცნობს.