საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აფხაზეთსა და ცხინვალს შესაბამის ტერიტოროებზე არსებული სკოლების, საავადმყოფოების, სპორტული ნაგებობებისა და კულტურის კერების რეაბილიტაციასა და ახლის მშენებლობასაც სთავაზობს. აღნიშნული ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიაშია გაწერილი, რომელიც საქართველოს მთავრობამ გუშინ დაამტკიცა.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა მზადაა, ოკუპირებულ რეგიონებს საბინაო და სხვა ობიექტების მშენებლობა/რეაბილიტაციაშიც დაეხმაროს, "როგორც ამ ტერიტორიებზე ამჟამად მცხოვრები, ასევე დასაბრუნებელი მოსახლეობისთვის".
დოკუმენტში ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება გარემოს დაცვის ღონისძიებების ხელშეწყობაზედაც იღებს პასუხისმგებლობას.