აჭარის განათლების ფონდის დირექტორმა ირაკლი თავბერიძემ და დასაქმების სააგენტოს დირექტორმა გოჩა გაბროშიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ცერემონიალს აჭარის არ. მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, გია აბულაძე დასწრნენ. მემორანდუმის მიზანია, ორგანიზაციებმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელი შეუწყონ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე დღესვე განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ გია აბულაძესთან ერთად უცხო ენათა სწავლების ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოს გაეცნო. პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაცია "თიკას" მხარდაჭერით პირველ და მესამე სართულის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.
განათლების ფონდში ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენების სწავლებაა შესაძლებელი. აქვე მიმდინარეობს ტოეფელის გამოცდისთვის მოსამზადებელი უფასო კურსები. რეაბილიტაციის შემდეგ, დაემატება თურქული ენის შემსწავლელი უფასო კურსები, ასევ განთავსდება მასწავლებელთა სახლი.
"დასაქმების ცენტრში ხშირად მოდიან ადამიანები, რომლებსაც პროფესია არ აქვთ და სწორედ ეს მემორანდუმი დაეხმარება მათ ახალ სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებლებში კონკრეტული პროფესიის ათვისებასთან ერთად უცხო ენებიც შეისწავლონ. განათლების ფონდის რეაბილიტაცია საშუალებას მოგვცემს არსებულ 1000 მსმენელს კიდევ ამდენივე დაემატოს. მასწავლებლებს კი კვალიფიკაციის ამაღლება აქვე არსებულ მასწავლებელთა ცენტრში შეეძლებათ. პედაგოგების მუშაობის გაუმჯობესების მიზნით მსგავსი ცენტრები აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში ამოქმედდება", - განაცხდა ლევან ვარშალომიძემ.