ცხინვალის რეგიონში 18 ივლისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ჩავლენ. განცხადება ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა გააკეთა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები - ფილიპ ლეფორი (ევროკავშირი), პოდრიგ მერფი (ეუთო) და ანტი ტურუნენი (გაერო) საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და თბილისს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ სტუმრობენ და მხარეებთან დღის წესრიგსა და განსახილველ საკითხებს ათანხმებენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-20 რაუნდი 7-8 ივნისს გაიმართა. მორიგი 21-ე რაუნდი მიმდინარე წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.