კრასნოდარის მხარეში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ ყაზანელები დასასვენებლად აფხაზეთს ირჩევენ. ინფორმაციას ამის შესახებ სხვა და სხვა ყაზანური ტურისტული სააგენტოები ავრცელებენ.
აფხაზეთში კრასნორადის მხარეში მომხდარი სტიქიის შემდეგ დასვენების ფასები არ გაზრდილა. ყაზანური ტურისტული სააგენტოებში აცხადებენ, რომ ლეგენჯიკსა და ანაპაში დასვენების მსურველთა რაოდენობა ნულს გაუტოლდა.
სააგენტოები ასევე აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წელს მრავალი ყაზანელი, რომლებიც ადრე თურქეთში ისვენებდნენ აფხაზეთზე "გადაკვალიფიცირდნენ". ტურისტული სააგენტოების თანამშრომელთა აზრით ეს გაზღვარგარეთის საგზურებზე ფასების ზრდითაა განპირობებული.