რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატა საზაფხულო არდადეგებზე წავიდა და დეპუტატებმაც დასასვებენლად ზღვისპირა კურორტებს მიაშურეს. რუსული მედიის მიერ გამოკითხული დეპუტატები იმ ადგილებს ასახელებდნენ სადაც ისინი ამ ზაფხულს დასვენებას გეგმავენ. მათ არჩეულ ადგილებს შორის ოკუპირებული აფხაზეთიც მოხვდა.
საინტერესოა, რომ რუსი დეპუტატების დასვენების ადგილებისადმი მიძღვნილ სტატიაში აფხაზეთს ე.წ. დამოუკიდებელ სუბიექტად არ მოიხსენებენ არამედ წერენ, რომ: ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრები დასვენებას "რუსეთში გეგმავენ".
"თუ გამომივიდა სოჭში ან აფხაზეთში წავალ. ძალიან მინდა ზღვაზე წავიდე", _ აცხადებს რუსეთის ლიბერალ დემოკრატიული პარტიის წევრი ალექსანდზე სტაროვოიტოვი.
"მისი სოლიდარულია ამ პარტიის მეორე წევრი ანდრეი ლუგოვოი. იგი უკვე ამჟამად სოჭში ისვენებს", - წერს რუსული მედია.