სახალინელი სპელეოლოგები ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რღმა მღვიმეში სახეწოდებით კრუბერა-ვორონიაში ახალი რეკორდის დამყარებას გეგმავენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ისინი აფხაზეთში დელეგაციით გაემგზავრებიან, რომელშიც მსოფლიოს 9 ქვეყნის წარმომადგენელი იქნება. ისინი მღვიმეში 2 000 ზე მეტ სიღრმეზე უნდა ჩავიდნენ, ამასთან ერთად გზად მიწისქვეშა ჭები უნდა გაიარონ, რომლებიც ერთმანთთან გადასასვლელებითა და გალერეებით არიან დაკავშირებულნი. ეს პრაქტიკულად იგივეა რაც ალპინისტებისათვის - ევერესტის დალაშქვრა ან მყვინთავებისათვის - მარიანის ღრმულში ჩასვლა.