ლეიბორისტები ხელისუფლებას საბანკო კრედიტების მქონე ადამიანებისათვის ვალების რესტრუქტურიზაციას სთხოვენ.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანმა, ნესტან კირთაძემ განაცხადა, 300 000-ზე მეტმა ვადაგადაცილებულმა მსესხებელმა განაცხადაკრედიტორთა შავი სიიდან რეესტრში გადაინაცვლა, რის შედეგადაც მათი ქონება უკვე აუქციონზე გაიყიდება.
ლეიბორისტები დაწესებული ნორმატიული აქტების გაუქმებას ითხოვენ.
"მოვითხოვთ ე.წ პრეზიდენტისაგან, სასწრაფოდ შეაჩეროს სადამსჯელო სანქციები ვალებში ჩავარდნილი ადამიანების მიმართ. გააუქმოს ყველა ნორმატიული აქტი, რომელიც აკანონებს საბანკო გენოციდს. მოვითხოვთ, რათა ყველა მევალეს რესტრუქტურიზაციის წესით გადაუვადდეს აღებული სესხის გადახდა", _ აცხადებს ნესტან კირთაძე.