ბათუმის დელფინარიუმს ახალი დირექტორი ჰყავს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ბათუმის საკრებულოს თვმჯდომარემ გიორგი კირთაძემ განაცხადა, დირექტორის პოსტს გია ბოლქვაძე დაიკავებს.
კირთაძის განმარტებით, მას შემდეგ რაც ბათუმის მერიამ დელფინარიუმის მართველ კომპანია "მენეჯმენტ სერვისთან" ხელშეკრულება გაწყვიტა, დღის წესრიგი ბათუმის დელფინარიუმისთვის ახალი დირექტორის დანიშვნის საკითხი დადგა და სწორედ ამიტომ ამ თანამდებობაზე ბათუმის საკრებულომ მხარი გია ბოლქვაძეს დაუჭირა,, რომელიც ნატო ზოიძეს ჩაანაცვლებს.
თავად ნატო ზოიძე მის გათავისუფლებას პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს.
ზოიძე აცხადებს, რომ ის "ქართუი ოცნების" მხარდამჭერია.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის დელფინარიუმი საზეიმოდ გაიხსნა 1975 წელს. 90-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გამო ობიექტმა ფუნქიონირება შეაჩერა.
20 წლიანი პაუზის შემდეგ ქალაქის მერიის ინიციატივითა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" ძალისხმევით ბათუმში ამოქმედდა სრულიად ახალი დელფინარიუმი. იგი შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის" ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
დელფინარიუმის ამფითეატრი შედგება 4 სექტორისაგან და გათვლილია 703 მაყურებელზე. ინფრასტრუქტურაში შედის ინვალიდი და უნარშეზღუდული პირების მომსახურება პანდუსითა და ლიფტებით.