NDI-ს კვლევების შედეგები ემთხვევა იმ მონაცემებს, რომელიც "ნაციონალურ მიძრაობას" სხვა კვლევების მიხედვით აქვს, - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"NDI-ს კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან ის კვალიფიციური და კომპეტენტურია", - განაცხადა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, უმრავლესობა მაღალი მხარდაჭერის გამო საკუთარი ამომრჩევლის მადლობელია.
"ჩვენ მადლობლები ვართ ჩვენი ამომრჩველის იმიტომ, რომ ძალიან მაღალი მხარდაჭერა გვაქვს ამ პერიოდშიც კი, როდესაც ჯერ ჩვენი კამპანია არ დაგვიწყია", - განაცხადა გაბაშვილმა.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მადლობელია საკუთარი ამომრჩევლის, რადგან მათი მაღალი მხარდაჭერა აქვთ.
გაბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მეტი კონცენტრაცია უნდა მოახდინოს ხალხისთვის მნიშვნელოვა საკითხებზე - - დასაქმებაზე, ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე და სოფლის განვითარებაზე.