საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ახმეტის რაიონში იმყოფებოდა. ადგილობრივებთან შეხვედრისას ცისკარიშვილმა ხელისუფლების მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და მოსახლეობის პრობლემებსაც გაეცნო.
ახმეტის რაიონის სოფელ ხევიჭალის მოსახლეობას ცისკარიშვილმა პირობა მისცა, რომ ელექტროენერგიის მიწოდებას სოფელში აღადგენს.
,,სოფლის მეურნეობა ადგილზე ასე, თუ ისე განვითარებულია, ხალხს შემოსავალი აქვს, მაგრამ ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრება გაუსაძლისია. პირველ რიგში, ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანა ელექტროენერიის სოფლამდე მოყვანა იქნება", - განაცხადა ცისკარიშვილმა.