დღეს, 15 ივლისს, ახალგორთან, ოძისში არსებული ბლოკპოსტის მიმდებარედ ქართველი ახალგაზრდები თეატრალიზებულ აქციას გამართავენ .
მოძრაობის "ჩაერთე" ინიციატივით, თბილისელი ახალგაზრდები სამაჩაბლოელ თანატოლებს გაერთიანების სურვილით მიმართავენ. ახალგაზრდები ცაში გაუშვებენ ფრანებს, წარწერით - "ჩვენ კარგად ვართ, თქვენ?!"
ამასთან, მშვიდობის ნიშნად, აქციის მონაწილეები სიმბოლურად, მტერედებს ააფრენენ, გზავნილით სამაჩაბლოელი ახალგაზრდების მისამართით.