დღეს, 15 ივლისს, 19:00 საათზე, კოალიცია "ქართული ოცნების" აქცია გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრის წინ მდებარე მოედანზე გაიმართება.
"ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, აქციაზე მხარდამჭერთა მნიშვნელოვან რაოდენობას ელიან.
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ბიძინა ივანიშვილი და კოალიციის ლიდერები. დღესვე ბიძნა ივანიშვილი აქციის მონაწილეებს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარუდგეენს.
აქციის მიმდინარეობას, რამდენიმე არსამტავრობო ორგანიზაცია დააკავირდება.
შეგახსენებთ, რომ გორის გამგეობამ თავდაპირველად კოალიცია "ქართული ოცნებას" 15 ივლისისთვის დაგეგმილი აქციის ჩასატარებლად ცენტრალური მოედნის გამოყოფაზე უარი განუცხადა. გამგეობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ წერილში ნათქვამი იყო, რომ "ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე მოედანი წარმოადგენს ქალაქის საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კვანძს. შესაბამისად, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია 15 ივლისს აღნიშნული ტერიტორიის პარალიზება. ამასთან, გთავაზობთ ალტერნატიულ ტერიტორიას მანიფესტაციის და შეკრების ჩასატარებლად გორში, ცხინვალის გზატკეცილზე მე-2 კმ-ზე, საფეხბურთო სტადიონ "ქართლის" მიმდებარე ტერიტორიაზე". გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" 15 ივლისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გორის გამგეობას კიდევ ერთი წერილით მიმართა. "ქართული ოცნება" აქციის ჩატარებისთვის ამჯერად კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მოედნის გამოყოფას ითხოვდა.