გალის რაიონში ე.წ. საპასპორტო რეჟიმის კონტროლი მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მხარე ავრცელებს.
გალის რაიონს ე.წ. მილიციის უფროსის ლოურენს კოღონიას ინფორმაციით, შემოწმება მთელი მიმდინარე კვირის განმავლობაში ხორციელდება.
"ბოლო დროს შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომლის დროსაც გახშირებულია მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამართალდამცავების მკვლელობები, ასევე არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს სპეცსამსახურები შესაძლოა ტერაქტებს გეგმავდნენ, პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება დავიწყეთ. მოქალაქეებს დოკუმენტებს ვუმოწმებთ, რომლებიც მათ პიროვნებასა და რაიონში მათი ცხოვრების ფაქტს ადასტურებენ", _ აცხადებს კოღონია და აღნიშნავს, რომ მოსახლეობა გაგებით ხვდება ე.წ. საპასპორტო რეჟიმის შემოწმებას.
კოღონია ასევე აცხადებს, რომ შემოწმება გაგრძელდება.