აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში - კრიზისის საკითხებში - ფილიპ ლეფორს შეხვდა. ლევან ვარშალომიძემ სტუმარს აჭარის რეგიონში და საქართველოში მიმდინარე პროცესები გააცნო. ასევე, ისაუბრეს რეგიონის ტურისტულ პოტენციალსა და მიმდინარე მშენებლობებზე.
ფილიპ ლეფორმა ლევან ვარშალომიძესთან სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ისაუბრა. მან აქცენტი გააკეთა ევროკავშირის ბოლო რეზოლუციაზე, სადაც მნიშვნელოვანი პუნქტები ჩაიწერა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ასევე, მიმოიხილა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი.
ფილიპ ლეფორი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში 2011 წელს დაინიშნა. მას კავკასიასა და რუსეთში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს.