ბათუმის პორტში ამერიკული საკრუიზო ხომალდი „Regatta" შევიდა, რომელსაც 1075 უცხოელი ტურისტი ჩამოჰყვა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხომალდზე სხვადასხვა ეროვნების ტურისტი იმყოფება, მათ შორის ყველაზე მეტი ამერიკელია. სტუმრები მთელი დღის მანძილზე გაეცნობიან ჩვენს ქალაქს, დაათვალიერებენ მუზეუმებსა და სხვადასხვა ღირშესანიშნაობებს. ხომალდი ბათუმს 20:00 საათისთვის დატოვებს. აღსაღნიშნავია, რომ საკრუიზო ხომალდი „Regatta" უახლოეს მომავალშიც გეგმავს ბათუმის პორტში შემოსვლას.