"საქართველოს გზა - სალომე ზურაბიშვილის" თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში მიდის ანტიდასავლური მიდგომების პროვოცირება.
"შიგნით მიდის პროვოცირება ხელისუფლებისგან, შეიძლება თქვენ ნაკლებად ამჩნევდეთ ამას ვიდრე მე, მაგრამ მიდის ანტიდასავლური მიდგომების პროვოცირება. ხელისუფლება ყველანაირად მუშაობას იმაზე, რომ ხალხმა დაიჯეროს ის, რომ დასავლეთი - ეს არის გლობალური ტერმინი, ევროპა, ამერიკა, ისინი ვინც არიან ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეები, საზოგადოებას წარმოუდგინოს, როგორც ჩვენს ფასეულობებთან მებრძოლი და ის, რომ მხარს უჭერენ ამ ხელისუფლებას, თითქოს ესეც არის მოჩვენებითი", - განაცხად ზურაბიშვილმა.
მისი განცხადებით, ორივე მხრიდან მუშაობს ხელისუფლება პროპაგანდისტულად, რადგან სხვა რამ არ იცის და "გვაყენებს იმ მდგომარეობაში, რომელიც არ არის ქართული მდგომარეობა".
"საქართველოს დასავლურობა არ არის ვიღაცის მოსაწონად, არ არის იმისთვის, რომ ვიღაცამ მხარი დაგვიჭიროს, ეს არის ჩვენი წარსული, ჩვენი ისტორია და ერთადერთთი მომავალი, სხვა ალტერნატივა საქართველოს არ გააჩნია. ჩვენ ეს უნდა კარგად შევიგნოთ და დავანებოთ ამ ლაპარაკს თავი, იქ ვიღაცამ მხარი არ დაგვიჭირა, ელჩი არ გამოვიდა კარგად, ელჩები თავის საქმეს აკეთებენ, დღევანდელ მსოფლიოში, მხარს უჭერენ მუბარაქებს და სხვებს, სანამ ისინი არიან ხელისუფლებაში და არ გამოჩნდება ხალხის ნება, რომ სხვას დაუჭირონ მხარი. ეს ჩემზე უკეთ მგონი არავინ იცის, ეს არის მიღებული დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში. ჩვენი არჩევანი, არის ჩვენზე დამოკიდებული, ჩვენი არჩევანი არის დასავლური, დემოკრატიული ყველა მნიშვნელობით, მაგრამ ჩვენი არჩევანი, პირველ რიგში, არის ქართული, იმ კარგი მაღალი გაგებით - ტოლერანტული, ძლიერი საქართველო", - განაცხადა მან.