"ვინც მე მენდობა და ჩემი სჯერა, ეს არის ერთადერთი ალტერნატივა ამ ქვეყნის გადარჩენისთვის, ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ, რომ გაიმარჯვოს ამ ძალამ და მოვიშოროთ ის კიბო, რომელიც არის გავრცელებული ამ ქვეყნაში", - ამის შესახებ "საქართველოს გზა - სალომე ზურაბიშვილის" თავმჯდომარემ განაცხადა და დასძინა:
"მე მხარს ვუჭერ ბიძინა ივანიშვილს, არა როგორც პიროვნებას - თუმცა, მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ იგი არის ადამიანი, რომელიც იმსახურებს, იყოს ქვეყნის სათავეში და თავისი ნიჭი და გამოცდილება გამოიყენოს ამ ქვეყნისთვის - მე მხარს ვუჭერ ბიძინა ივანიშვილს, მის მიერ შერჩეულ სტრატეგიას, ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის თაობაზე. ჩემი პოზიცია და ჩემი პარტიის პოზიცია ყოველთვის იყო ის, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნებით და არა დავიდარაბით. მე ვუჭერ მხარს ასევე მის სტრატეგიას და მის მიერ შერჩეულ გუნდს", - განაცხადა მან.
ზურაბიშვილის განცხადებით, არსებობს ბევრი ჭორი, რომელიც არის ხელისუფლების მიერ გავრცელებული.
"ცხადია ქართველები ვართ და არ გვაკლია ერთმანეთთან დაპირისპირება, მაგრამ არსებობს სერიოზული გუნდი, რომელსაც აქვს სერიოზული ღირებულებები. ამიტომ ეს არის ის გუნდი, რომელსაც მე გარედან სრულიად ვუჭერ მხარს", - განაცხადა მან.