სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაცია საგანგაშოა, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან "საქართველოს გზა - სალომე ზურაბიშვილის" თავმჯდომარემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ის, რასაც ხელისუფლება დღეს ახორციელებს, ქართულ ფასეულობებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
"ჩამოვედი იმიტომ, რომ დღევანდელი სიტუაცია გარეთ მყოფი თვალით დანახული, არის ძალიან სერიოზული, თუ არა საგანგაშო. ხელისუფლება დღეს საშინელ პოლიტიკას ეწევა. ქვეყნის გარეთ ხდება საქართველოს სახის, სახელის, სურათის სრული განადგურება. ხელისუფლება და მისი წარმომადგენლები, ლობისტები, "პიარისტები" საქართველოს შესახებ ისეთ ინფომაციას ავრცელებენ, თითქოს საქართველო არის შოვინისტების, ჩამორჩენილი ხალხის, კონსერვატიული, საბჭოთა მენტალობის ქვეყანა, სადაც არატოლერანტული საზოგადოება, უმცირესობის დამჩაგვრელი ხალხი ცხოვრობს. ეს სურათი კი მთლიანობაში ქართულ ფასეულობებს, ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ამ ხელისუფლებას ამ სურათის შექმნით უნდა, გარეთ თავი გამოიჩინოს და თავი წარმოადგინოს, როგორც ერთადერთი პროგრესული ძალა, რომელთაც შეუძლია ეს ქვეყანა გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან. ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია", _ განაცხადა ზურაბიშვილმა.