"თვითმკვლელობები თუ წმენდა ანქვაბზე თავდასხმის გამოძიების საქმეში?"_ ამ სათაურით აქვეყნებს რუსული მედია სტატიას, რომელშიც საუბარია, თუ როგორ "დაკარგა" გამოძიებამ მნიშვნელოვანი მოწმეები და ძაფები, რომელთაც, შესაძლოა, ისინი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერ ალექსანდრე ანქვაბზე შეკვეთილი თავდასხმის ორგანიზატორებთან - კრემლსა და რუსეთის სპეცსამსახურებში მიეყვანათ.
"განსაკუთრებულ ყურადღებას გამოძიების საქმეში არსებული საკვანძო მოწმეების თვითმკვლელობა იწვევს: 2012 წლის 17 აპრილს გაგრაში, საკუთარ სახლში, დაპატიმრების მცდელობისას ასლამბეი კჩაჩმა თავი მოკლა. წარსულში ვლადისლავ არძინბას უახლოესი თანამებრძოლი, აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ანქვაბზე თავდასხმის საქმეში მთავარი ეჭვმიტალინი იყო. ომის დროს იგი სერგეი შამბასთან ერთად კოორდინირებას ახდენდა ჩრდილო კავკასიის კონფედერატებთან. თვითმკვლელობამდე ორი დღით ადრე იგი დაკითხეს და შინ გაუშვეს. მას დამალვა არ უცდია. ოფიცილაური ვერსიით, მის დასაკავებლად სპეცდანიშნულების რაზმი გაგზავნეს, რომელიც ცარიელ სახლში შევიდა და იქ უკვე გარდაცვლილი გენერალი ნახა", _ წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ გამოძიებამ დაუშვა ინტერნეტში მნიშვნელოვანი უტყუარი მტკიცებულების გაჟონვა. "ტვიტერში" კჩაჩის სიკვდილის წინ დაწერილი წერილი გამოჩნდა. წერილის შინაარსი თვითმკვლელობის ოფიციალურ ვერსიას ადასტურებს. უტყუარი მტკიცებულება, რომელიც, წესით, გამოძიების მასალებში უნდა ყოფილიყო შენახული, უცბად ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. ეჭვს კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ ეს ავტორის ერთადერთი "ტვიტია". ამჟამად გვერდი უკვე გაუქმებულია.
"კჩაჩი, შესაძლოა, მნიშვნელოვანი რგოლი ყოფილიყო ამ თავდასხმის შემსრულებელთა, ორგანიზატორთა, შემკვეთთა და იდეოლოგთა ჯაჭვში, რომლებიც აფხაზეთის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან, თუმცა მაღალჩინოსანი შეთქმულის სიკვდილმა გამოძიების ძაფი გაწყვიტა.
კჩაჩის თვითმკვლელობიდან რამდენიმე საათის შემდეგ 17-იდან 18 აპრილს ღამით საგამოძიებო იზოლატორში ასევე თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე მეორე ეჭვმიტანილმა ანქვაბზე თავდასხმაზე ორგანიზებისა, კჩაჩის დისშვილმა, ტიმურ ხუტაბამ. იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ნათესავები იყვნენ და ამის გამო შესაძლოა ხუტაბს რამე მართლაც სცოდნოდა გამოძიებისთვის, ეს ძაფიც გაწყვეტილი აღმოჩნდა. გამოძიებას ასევე დაემალა და ძებნა გამოცხადდა რუშბეი ბარციცზე, ანზორ ბუთბას პარტნიორზე ე.წ. ხრეშის მაფიაში",_ ნათქვამია სტატიაში.
ავტორი აღნიშნავს, რომ რუს გამომძიებელთა ჯგუფმა, რომელიც ანქვაბის დასახმარებლად გაიგზავნა, ძალიან ბევრი ძვირფასი მოწმე დაკარგა, რომელთაც შეეძლოთ ამ გამოძიების კვალი რუსეთამდე მიეყვანათ.
შეთქმულთა ერთი ნაწილი, ისევე როგორც მათი ლიდერი ასლანბეი კჩაჩი, თურქული წამოშობის ასიმილირებული აფხაზები არიან, რომლებთან უკვე ძალიან დიდი ხნის წინ ჰქონდათ კავშირი ჩრდილოკავკასიელ კონფედერატებთან და მათ მფარველებთან სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოში (ГРУ). შეთქმულთა მეორე ნაწილი ე.წ. ხრეშის მაფიითაა წარმოდგენილი და კრემლთან დაახლოებულ იმ ბიზნესსტრუქტურებთანაა დაკავშირებული, რომლებიც ოლიმპიადის პროექტების განხორციელებით არიან დაკავებულნი. სწორედ ეს ძალები უჭერენ მხარს შამბას - ანქვაბის ძველ კონკურენტს. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, შეიძლება ითქვას, რომ კვალს, რომელიც გამოძიებამ დაკარგა, იგი, შესაძლოა, კრემლთან დაახლოებულ ბიზნესსტრუქტურებამდე და სპეცსამსახურებში მათ მფარველებამდე მიეყვანა.
"რუსეთისა და აფხაზეთის სპეცსამსახურებმა, შეწყვიტეს გამოძიების მსვლელობა, რომელიც მთავარ შემკვეთებამდე მიდიოდა, შეთქმულთა შორის გამოავლინეს ორი ტერორისტი და ისინი არარსებული "აფხაზური ჯამაათის" წევრებად გამოაცხადეს. გამოძიებით ამოღებული იარაღი კი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ საბრძოლო მოქმედებების დროიდან იყო, საქართველოს სპეცსამსახურების დახმარებით და უმაროვის ხელმძღვანელობით აფხაზეთში ჩატანილად გამოაცხადეს. ნაციონალურ ანტიტერორისტულ კომიტეტს ქართველების ამ საქმეში მონაწილეობის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი რომ ჰქონოდა, იგი აუცილებლად გახდებოდა საჯარო.
გამოძიების სვლის ცვლილება დროში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ოფიციალურად თავისი უფლებამოსულების შესრულებას ემთხვევა, განცხადება კი იარაღის პოვნის შესახებ პუტინისა და ანქვაბის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გაავრცელეს.
პუტინისა და ანქვაბის შეხვედრაზე მხარეთა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ოქმს, რომლის თანახმადაც, სარკინიგზო გადაზიდვებზე ტარიფები მცირდება. ტარიფების შემცირება ზემოთ ნახსენებ კრემლთან (ვ. პუტინთან) დაახლოებული ბიზნესსტრუქტურების შემოსავალს გაზრდის, რომლებიც სოჭის ოლიმპიადის პროექტების განხორციელებითა და აფხაზურ ე.წ. ხრეშის მაფიაში არიან ჩართულნი. სწორედ ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება ორი გავლენიანი ბიზნესმენი, რომელიც ანქვამზე თავდასხმის გამოძიებას დაემალა", _ წერს ავტორი.
პუტინთან შეხვედრისას ანქვაბმა აფხაზური საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობა აღნიშნა და განაცხადა, რომ აფხაზი ძალოვანები ამ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებისას სრულუფლებიანი მონაწილეები არიან. მისი ეს განცხადება აღქმული იყო, როგორც მისწრაფება რუსეთის ძალოვანის სტრიქტურების მფარველობიდან გამოსვლისა.
"ალექსანდრე ანქვაბი, რა თქმა უნდა, ისარგებლებს გამოძიების შედეგებით რესპუბლიკაში პირადი ხელისუფლების გასამყარებლად და რუსი ძალოვნების კონტროლის ქვეშიდან გამოსასვლელად. იგი უკვე თანდათან თავიდან იცილებს ძლიერ და ავტორიტეტულ მოწინააღმდეგეებს აფხაზეთში და მათ შემოსავლებზე კონტროლს აწესებს. ამავე დროს, იგი ამყარებს ურთიერთობას ჩრდილოკავკასიელ კონფედერატებთან.
დღეს ჩრდილო კავკასიის დასავლეთსა და აფხაზეთში პუტინის ძალოვანები ტერორიზმთან ბრძოლის დემონსტრირებას ახდენენ. სინამდვილეში, ისინი ახდენენ მათ მიერ კონტროლირებადი კონფედერატების გააქტიურებას "იმარატ კავკაზის" საფარველქვეშ. კრემლთან ასოცირებული ბიზნესსტუქტურები "დამოუკიდებელ სამხრეთ კავკასიელებს აჭმევენ", შედეგად, თავიანთი ბრმა კავკასიური პოლიტიკის წყალობით, მათზე კონტროლს თანდათან კარგავენ. ამით კი ისინი, 90-იანი წლების გამოცდილების გათვალისწინებით, კრასნოდარის მხარესა და ოლიურ სოჭს ტერორიზმის საფრთხეს უახლოებენ", _ ნათქვამია სტატიის ბოლოს.