,,ქართუ ბანკის'' პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი ,,ქართუ ჯგუფის" აქციათა 100% წილის იძულებით მმართველად დანიშნულ ვლადიმერ უგულავას ამ დრომდე არ შეხვედრია. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, მან ვლადიმერ უგულავას ბიოგრაფიას გადახედა, თუმცა მის შესახებ ცუდი თავლში არფერი მოხვედრია.
,,ჯერჯერობით ვლადიმერ უგულავას არ შევხვედრივარ და ალბათ შეხვედრის შემდეგ მეცოდინება,როგორ განვითარდება მოვლენები ბანკ ,,ქართუს" ირგვლივ", _ განაცხადა ჯავახიშვილმა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე უგულავას დანიშვნის შეფასება მის კომპეტენციაში არ შედის.
,,მისი დანიშვნა ნამდვლიად ჩემი შესაფასებელი საკითხი არ არის, რადგან ვლადიმერ უგულავას დანიშვნის საკითხი ჩემთვის არავის უკითხავს. ამიტომ ვცდილობ ჩემს კომპენტენციის ფარგლებში ჩემი ნიჭი და გამოცდილება გამოვიყენო. მის ბიოგრაფიას მშრალად გავეცანი და თავლში მის შესახებ ცუდი არაფერი მომხვედრია", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნოდარ ჯავახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ქართუ ჯგუფის" აქციათა 100%-ისა და პროგრეს ბანკის აქციათა 21.71%-ის იძულებით მმართველად ვლადიმერ უგულავა დაინიშნა.