საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქობულეთში იმყოფებოდა სადაც ნაპირსამაგრი სამუშაოები და დასასვენებელი პარკის რეაბილიტაციის მიმდინარეობა დაათვალიერა.
ქობულეთის პარკში შავი ზღვის სანაპიროზე ერთ ერთ საუკეთესო დასვენების ადგილად უნდა იქცეს. აქ ერთდროულად ექვსი ობიექტის მშენებლობა-რეკონსტრუქცია განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მხატვრის სახლის, ამფითეატრის, ჩოგბურთის კორტების მოწყობა. განახლდება ბარკში მდებარე ტბა და სასეირნო ბილიკები. მოეწყობა ატრაქციონები და სხვა გასართობი ობიექტები.
პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა მიმდინარე სამუშაოები და აღნიშნა, რომ ქობულეთის პარკი შავი ზღვიპირეთში ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი ადგილი იქნება.
პარკის გასწვრივ, ერთ კილომეტრზე მიმდინარეობს ჯებირების გამაგრება.