,,ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ "ქართუ ჯგუფის" აქციების მმართველად ვლადიმერ უგულავას დანიშვნა სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის გაგრძელებაა. მისივე თქმით, პრეზიდენტი და მისი გუნდი ქვეყანას ძალადობრივი მეთოდებით მართავს.
,,მათ შეუძლიათ მხლოდ ძალით მუშაობა და უნდათ მთელი სახელმწიფო ორგანოები მიმართონ იმ იდეოლოგიაზე, რასაც ერთი კაცი თავის თავზე ირგებს", - განაცხადა ივანიშვილმა, რომელიც ხელისუფლებას "ქართუ ჯგუფის" ქონების თაღლითური გზით მითვისებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, ხელისუფლება არერთხელ შეცადა ,,ქართუ ბანკის" დაქცევასაც.
,,ჩემი პოლიტიკური განცხადებიდან ერთი კვირის შემდგომ ჯერ საინკასაციო მანქანას აპატიმრებენ, კვირეების განმავლობაში ფულის გათეთრებაზე საუბრობდნენ. მაშინდელი გახსნილი გამოძიება დღემდე დაუხურავია. საინკასაციო მანქანა ყოველგავრი აჟიოტაჟის გარეშე ჩუმად დააბრუნეს. შემდეგ განხორციელდა ჯგუფური თაღლითობა სააკაშვილის მეთაურობით, გამოიცა კანონი, რომელიც მხოლოდ "ქართუ ბანკზე" ვრცელდებოდა და ბანკიდან ამოღებული ქონება მოაქციეს სახელმწიფო საკუთრებაში. ამის მიუხედავად, მათ ბანკის დაქცევა ვერ მოახერხეს, რადგან მქონდა შესაძლებლობა და ბანკს მე დავეხმარე. დღეს კი ყოველგვარი ლოგიკის გარეშე აიღეს ბანკი და მიაქვთ" _ განაცხადა ჟურნალისტებთან ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე "ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს" ბანკის აქციების მმართველად პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი ვლადიმერ უგულავა.