ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დავიდ სანაკოევი აცხადებს, რომ ვიდრე საქართველო ე.წ. სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს არ აღიარებს ამ "ორ ქვეყანას" შორის არავითარი "სახელმწიფოთაშორისი" ხელშეკრულება არ გაფორმდება.
"დღეისათვის საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის არავითარი შეთანხმებები არ არსებობს და იმისათვის, რომ ისინი გაჩნდნენ საქართველომ ჩვენი სუვერენიტეტი უნდა აღიაროს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება სახელმწიფოთაშორისი ურთოიერთობების განვითარებაზე საუბარი",_ აცხადებს სანაკოევი და აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების საკითხები განიხილება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, სადაც საქართველო უარს აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს.
"ასევე ხდება იგნორირება ჰაიდი ტალიავინის ანგარიშისა, სადც მკაფიოდაა ნათქვამი, რომ საქართველომ 2008 წელს აგრესია დაიწყო. ეს საკითხი ღიაა", _ აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები