,,მე პოლიტიკაში იძულებით მოვედი, რამდენადაც ჩემი ქვეყნის მიტოვება გასასაჭირში, ვერ შევძელი", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლასაც ,,შეგნებულად აპირებს".
,,მე პოლიტიკაში იძულებით მოვედი, რამდენადაც ჩემი ქვეყნის მიტოვება გასაჭირში, ვერ შევძელი, თუმცა წასასვლელად გამზადებული ვიყავი და იმ დროს სირცხვილით ვიხსენებ. კარგი და სწორი, გადაწყვეტილება მივიღე როცა პოლიტიკაში შემოვედი. პოლიტიკიდან აბსოლუტურად შეგნებულად წავალ. პოლიტიკიდან ისე კი არ წავალ, რომ პოლიტიკა დაზარალდეს, გუნდს მაქსიმალურად სწორედ ავაწყობთ, მაქსიმალურად საინტერესო ხელისუფლებას დავტოვებთ", _ განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ პოლიტიკდან წასვლის შემდეგ გეგმავს საზოგადოების აქტიური წევრი იყოს.
,, საზოგადოების ძალიან აქტიური წევრი ვიქნები სანამ ენერგია მექნება, ჩემი ცხოვრების ბოლომდე ვიშრომებ იმისთვის, რომ საქართველოში რეალურად ჩამოყალიბდეს სამოქალაქო სექტორი და საზოგადოება, რაზეც სწორება უნდა გავაკეთოთ და ევროპისკენ წავიდეთ. ჩემს სიბერემდე ვაპირებ, საქართველო რელურად გახდეს, ევროპის მსგავსი ქვეყანა ", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.