ჟენევაში მყოფი სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. დელეგაციის ხელმძღვანელი, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფის მრჩეველი ვიაჩელავ ჩიკირბა აცხადებს, რომ სეპარატიტსტთა დელეგაცია ჟენევაში შედეგის მიღწევის იმედით ჩავიდა.
"ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, თუმცა ვიცით, რომ საუბარი რთული იქნება. მოლაპარაკებები არ იქნება ძალიან სწრაფი, რამდენიმე რაუნდი დაგვჭირდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პოლიტიკური პრობლემაა ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების გაფორმები გზაზე. მიუხედავად ამისა ჩვენ შედეგზე ორიენტირებულნი ვართ",_ აცხადებს ჩიკირბა.
აღსანიშნავია, რომ დისკუსიების დასრულების შემდეგ აფხაზ სეპარატისტთა დელეგაცია პარიზში გაემგზავრება სადაც დემოკრატიისა და პარლამენტარიზმის რუსულმა ინსტიტუტმა მიიწვია. ინსტიტუტში ჩიკირბა ქართულ-აფხაზურ დარეგულირებაზე ლექციის წაკითხვას გეგმავს.