ახალგორის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი ალან ჯუსოევი აცხადებს, რომ სასწავლო პროცესი ახალგორის რაიონის სკოლებში შესაძლოა გათბობის არქონის გამო ჩაიშალოს. ჯუსოევი ამაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ახალგორის რაიონს გაზი საქართველოდან მიეწოდება. საქართველოს ხელისუფლებას კი გაზი ახალგორის რაიონისათვის 2008 წლის აგვიტოდან გათიშული აქვს.
"2008 წლის 16 აგვისტოდან ახალგორის რაიონს ბუნებრივი აირი გათიშული აქვს. მას შემდეგ სკოლების გათბობას მაზუთითა და შეშით ვახორციელებთ. ახლა კი გზებზე Eმქნილი მდგომარეობის გამო შეშაც ვერ შემოგვაქვს. ის კი რაც გვაქვს მხოლოდ 1-2 დღე გვეყოფა. თუ საქართველოს ხელისუფლება რაიონში გაზის მიწოდებას განუახლებს სასწავლო პროცესი ჩაილება",_ აცხადებს ჯუსოევი. მისივე თქმით, ამ საკითხის დაყენება ოს სეპარატისტთა დელეგაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა დღეს დაწყებულ, მორიგ მეცხრე რაუნდზე აპირებს.