"კვლევის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მოსახლეობს უმრავლესობა წინააღმდეგია ქუჩაში გამოსვლის", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული შედეგების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ საზოგადოება NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს უნდა ენდოს.
"კვლევის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მოსახლეობს უმრავლესობა წინააღმდეგია ქუჩაში გამოსვლისა და საზოგადოებას შორის დაპირისპირებისა", _ განაცხადა ჩიტაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებს უნდა ენდოს.
"ჩემი აზრით, საზოგადოება უნდა ენდოს მსოფლიოში ერთ-ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევას", _ განაცხადა ჩიტაძემ.
ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ გამოკითხულთა 27%, რომელიც მზადაა ბიძინა ივანიშვილს ქუჩაში გამოსვლის შემთხვევაში მხარი დაუჭიროს, საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" პარტიული მხარდამჭერი იქნება.
"შეიძლება ამ 27%-ს შორის "ქართული ოცნების" პარტიული მხარდამჭერებიც იყვნენ, რადგან ბიძინა ივანიშვილი თავისი ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, ყველანაირად ცდილობს, თავისი მხარდამჭერების რაოდენობა გააფართოოს", _ განაცხადა ჩიტაძემ.
შეგახსენებთ, რომ კვლევა საქართველოს მასშტაბით 4 ივნისიდან 22 ივნისამდე ჩატარდა და პირისპირ ინტერვიუს პრინციპით 6 299 ადამიანი გამოიკითხა.