რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩირკინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - განთავსებული სამხედრო ბაზების ინსპექტირებას ჩაატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 13 ივნისამდე გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩირკინი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მე-4 და აფხაზეთის მე-7 სამხედრო ბაზების ინსპექტირებას განახორციელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სახმელეთო ჯარების სარდლის ინსპექტირება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსული ე.წ. სამშვიდობო კონტიგენტის შეყვანის 20 წლისთავის ფარგლებში ხორციელდება.