საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიის პრობლემა არ არის და ამის მაგალითია ე.წ. Must Carry -ის პრინციპის შემოღება.
ამის შესახებ მან NDI-ის კვლევის იმ ნაწილის შეფასებისას განაცხადა, სადაც გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოში დემოკრატია არ არის.
მინაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის მთავარია, რომ ასეთი კვლევებიდან ირკვევა ხალხის რეალური პრობლემები და სწორედ ამ პრობლემების გადაჭრის გზები არის ასახული ახალი პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო პორგრამაში.
რაც შეეხება დემოკრატიულობის ხარისხს, მინაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ ბევრი რეფორმა ჩაატარა საპარლამენტო არჩევნების სამართლიან გარემოში ჩასატარებლად.
,,მთავრია დემოკრატია და გატარებული რეფორმები, მათ შორის Mუსტ ჩარრყ-ის პრინციპის შემოღება, რაც არის წინაპირობა რომ გავხდეთ დემოკრატიული სამყაროს ნაწილი. ამიტომ დემოკრატიის პრობლემა საქართველოში არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დემოკრატია კონსოლიდირებულია, რადგან ძალიან ბევრი რეფორმა ჯერ კიდევ გასატარებელია,, - განაცხადა მინაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, მთავარია საქართველოში ადამიანს აქვს სრული უფლება, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის საქართველოში დემოკრატია არ არის. კითხვას, არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, 38% დადებითად პასუხობს, 43% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის.